საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა PSA Peugeot-Citroen-ს დაეხმაროს და მოსახლოებას ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების შესყიდვა შესთავაზა. გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობა მზადაა 7000-მდე ევრო ბონუსის სახით გამოუყოს, 4 000-მდე ევრო დაუმატოს მათ, ვინც ეკოლოგიურად სუფთა მანქანის ყიდვას გადაწყვეტს.
ეს განცხადება ოლანდის მთავრობამ მას შემდეგ გააკეთა, რაც Peugeot-Citroen-მა 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით,819 მილიონი ევროს დაკარგვაზე გააკეთა განცხადება.
PSA Peugeot-Citroen-ის განცხადებით კი, საჭიროა კომპანიამ 2015 წლამდე მილიარდნახევარი ევროს ეკონომია შეძლოს, რათა ძველ პოზიციებს დაუბრუნდეს.