პარლამენტში ბანკებიც იკეტება

პარლამენტში ბანკებიც იკეტება

პარლამენტის შენობაში არსებული ბანკებიც იკეტება. დღეიდან მუშაობა შეწყვიტა „თი -ბი-სი“ ბანკის პარლამენტის ფილიალმა, 28 ივლისიდან კი მუშაობას შეწყვეტს „საქართველოს ბანკის“ ფილიალი.

ამჯერად პარლამენტში რამდენიმე ბანკის ბანკომატი მუშაობს, თუმცა, საუბრობენ იმაზე, რომ ბანკომატებსაც უახლოეს ხანში გაიტანენ.