მით რომნი: ამერიკა ჯარებს აღარ გამოიყვანს ავღანეთიდან და ირანთან ომს დაიწყებს

მით რომნი: ამერიკა ჯარებს აღარ გამოიყვანს ავღანეთიდან და ირანთან ომს დაიწყებს

ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მით რომნის ახალ გეგმაში ავღანეთისა და ირანის გარდა, რუსეთთან ურთიერთობების გადახედვაც შედის.

ახალი პროგრამის პრეზენტაციით რომნი ბრიტანეთს ეწვია. რესპუბლიკელთა კანდიდატი დაესწრება ოლიმპიური თამაშების გახსნას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

შაბათს რომნი ისრაელში გაემგზავრება, ორშაბათს კი პოლონეთს ეწვევა. რომნის ვოიაჟის მთავარ გეგმას რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო გეგმების პრეზენტაცია წარმოადგენს. რესპუბლიკელთა პროგრამა კი შემდეგია: ამერიკა ჯარებს აღარ გამოიყვანს ავღანეთიდან, ირანთან ომს დაიწყებს და რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს.