„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შიდა კვლევების შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
მაჭავარიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველთვის თანამშრომლობს და მათ შორის პარტიას ცნობილ ამერიკულ კომპანია „Greenberg Quinlan Rosner Rerearch”–სთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
„ჩვენ ასევე ვენდობით NDI-ს და IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს და „საზოგადოებრივი აზრის კვლევის საერთაშორისო ასოციაციის“ პრინციპებს შეესაბამება. მათი ფინანსები საჯარო და გამჭვირვალეა,“ - ამბობს მაჭავარიანი.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებას“ ძვირადღირებული კვლევის კომპანიები “Penn and Schoen” და “The Mellman Group” ჰყავს დაქირავებული.
„სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ამ კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, დაფინანსების წყარო და მეთოდოლოგია უცნობია,“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.