რომის პაპის კამერდინერმა პაოლო გაბრიელემ, რომელიც ვატიკანის საიდუმლო დოკუმენტაციის გაჟონვაში იყო ბრალდებული, პანტიფიკს შენდობა სთხოვა.
The Telegraph-ის ინფორმაციით, გაბრიელემ რომის პაპს წერილი მიწერა და შენდობის გარდა, სთხოვა მოეხსნათ მისთვის სასამართლო ბრალდება, რასაც ვატიკანის კომპრომეტირება შეეძლო.
იტალიური და გერმანული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ამ საქმეში კამერდინერის გარდა პაპის პირადი მდივანი, მისი ოჯახის ახლობელი გერმანელი ქალბატონი და ერთ-ერთი კარდინალიც მონაწილეობდნენ. თუმცა, გაბრიელე აცხადებს, რომ ჯაშუშობაში მას არავინ ეხმარებოდა.
რომის პაპს ბენედიქტ XVI-ს შეუძლია სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენა და გაბრიელესთვის შეწყალების თხოვნა. სასამართლო პროცესი 10 დღეშია ჩანიშნული.