„ის რომ 21-ე საუკუნეში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, აბსოლუტურად სამარცხვინოა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერ აქციაზე მყოფმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ ერთმა ლიდერმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
ხაინდრავას თქმით, აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ ჩვენი უფლებები დავიცვათ და ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსიროთ.
„ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, შუა საუკუნეებს ჰგავს, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა საბჭოთა კავშირში დარჩა. იმიტომ რომ ბოლო ციტადელი სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა საბჭოთა კავშირი იყო. ახლა კი ესენი სწორედ იქედან საზრდოობენ“, - განაცხადა ხაინდრავამ.