Reuters-ის ცნობით, კრიზისი ბრიტანეთის ეკონომიკას ნელ-ნელა ითრევს. დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 2012 წელს 0,7 პროცენტი შეადგინა და ის 2010 წლის მონაცემებს გაუთანაბრდა.
Bloomberg-ის ვარაუდით, მას 0, 2 პროცენტზე მეტი არ უნდა შეედგინა. სააგენტოს აზრით, მშპ-ს ვარდნა დედოფლის 60 წლისთავის იუბილეზე დახარჯულმა თანხებმა, აგრეთვე ძალიან დიდმა ნალექებმა გამოიწვია. ხანგრძლივმა წვიმებმა ბრიტანეთის მაღაზიებში მყიდველი საკმარისად შეამცირა. და რაც მთავარია, ბრიტანეთის ეკონომიკაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ევროკრიზისი. გაძვირდა ადგილობრივი ფუნტიც, რომელიც არაკონკურენტუნარიანს ხდის ბრიტანულ საქონელს ევროპულ ბაზრებზე.