ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, სტაბილურად მხოლოდ მკვდარი შეიძლება იყოს. აღნიშნული კომენტარი მაჭავარიანმა დღეს IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების შეფასებისას გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვაზე – რითი ახსნით „ნაციონლური მოძრაობის“ რეიტინგის კვლევების დინამიკას, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის მოძრაობს.
„სტაბილურად შეიძლება მხოლოდ მკვდარი იყოს. პოლიტიკა ცოცხლი ორგანიზმია და ეს ყველაფერი მოძრაობს. მთავარია, რომ ჩვენ ლიდერები ვართ და ორჯერ ვუსწრებთ ჩვენ ოპონენტებს“, – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა.
„ჩვენ ამით არ ვტრაბახობთ, სატრაბახოდ არა გვაქვს საქმე. მთავრი ის არის, რამდენად ადეკვატურები ვართ უმუშევრობის გამკლავებაში, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაში, სოფლის მეურნებაში და რამდენად მოუტანს სიკეთეს ხალხს ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 43% მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, 24% –კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ რესპოდენტთა 7% მისცემდა ხმას.