პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

 პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების ძირითადი მიზეზი 19 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაა.

ცვლილებებით შეიქმნა 50 მილიონიანი ფონდი უშუალოდ სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით.

ასევე, კახეთის განვითარების 80 მილიონიან პროგრამას, რაც დონორების დაფინანსებისგან შედგებოდა,  თანხები დაემატა და სტიქიისთვის ჯამში 162 მილიონია გათვალისწინებული.

იმავდროულად, საბიუჯეტო ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტროს დაემატა 6 მილიონი ლარი, რაც სამუშაოს მაძიებელთა და დევნილთა საჭიროებების აღრიცხვას უნდა მოხმარდეს.

ბიუჯეტში ცვლილებები პარლამენტმა დღეს 89 ხმით ერთხმად დაამტკიცა.