BBC-ის ინფორმაციით, გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელიც სირიის სოფელ ტრემესხში ბაშარ ასადის სპეცრაზმების მიერ 200 ადგილობრივი მოსახლის მკვლელობის ფაქტს იძიებდა, დაბრუნდა და პირველადი დასკვნაც უკვე დადო.
დამკვირვებელთა ჯგუფის განცხადებით, ვინაიდან ჯგუფი ადგილზე მომხდარის შემდეგ ორი დღის დაგვიანებით ჩავიდა, მათ მოკლულთა ზუსტი რიცხვის დადგენა ვერ შეძლეს.
„ჩვენ დაგვხვდა გადამწვარი სოფელი, დანგრეული სახლები, იყო ბევრი სისხლის კვალიც, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ნამდვილად გაგვიჭირდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფელზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა. გადამწვარი და დანგრეულია მათი სახლები, ვინც აჯანყებულებს ეხმარებოდა ან მათი მონაწილე გახლდათ“,-ნათქვამია გაეროს დამკვირვებელების მოხსნებაში.
გავრცელდა სირიის ხელისუფლების განცხადებაც, რომ სოფელ ტრემესხში მოხდა შეტაკება ხელისუფლების რაზმებსა და „აჯანყებულ ტერორისტებს შორის, რომელთა დიდი რაოდენობაც ადგილზე განადგურებულია.