არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა, ლონდონში „ბითლზების“ ლეგენდარული სოლისტის პოლ მაკარტნისა და როკ-ენ-როლის, ასევე ლეგენდარული მუსიკოსის ბრიუს სპრინგსტინის კონცერტზე.
შემსრულებლები ლონდონს Hard Rock Calling -ის ფარგლებში სტუმრობდნენ. სწორედ ამ კონცერტის მიმდინარეობის დროს ორგანიზატორებმა ორ როკ ლეგენდას მიკროფონი გამოურთეს, რადგან ჩათვალეს, რომ მათი გამოსვლა ძალიან გაიწელა.
შემსრულებლებმა თავიანთ საკონცერტო დროს გადააჭარბეს და სცენიდან სამ საათზე მეტხანს არ ჩამოსულან. კონცერტის ორგანიზატორებისა და ქალაქის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ლონდონის მოსახლეობა გვიან ღამე ხმაურს უჩივის და მიკროფონების გათიშვის მიზეზიც ეს გახდა.
სცენაზე აზარტში შესულმა მუსიკოსებმა,თავდაპირველად ვერც იგრძნეს, რომ ხმა გამოურთეს და კონცერტი რამდენიმე წუთი მაინც გააგრძელეს.
ბრიუს სპინგსტონის გიტარისტი, სტივენ ვან ზადტი მომხდარს საკუთარ „თვითერის“ გვერდზე გამოეხმაურა და ხმამაღლა აღნიშნა, რომ მხოლოდ ბრიტანელ მაღალჩინოსნებს შეეძლოთ პოლ მაკარტნისა და ბრიუს სპირნგსტინისთვის მიკროფონები გაეთიშათ.