მოსახლეობის გამოკითხული ნაწილის 22% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ისურვებდა, 20% კი - „ქართული ოცნების“ ლიდერს.
ამის შესახებ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გახდა ცნობილი.
კითხვაზე, ვის ისურვებდით ყველაზე მეტად საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, 25% აცხადებს, რომ არ იცის, 22%-ს კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, 20%-ს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატის ხილვა სურს.
გარდა ამისა, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 6%-ს სურს, საქართველოს შემდეგ პრეზიდენტი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იყოს, 2%-ს გიორგი თარგამაძე, 3%-ს არცერთი, სხვა კი 3%-ს სურს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მედიას მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე - "საზოგადოების განწყობა საქართველოში", სასტუმრო "თბილისი მარიოტში" აცნობს.