საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ენდიაის კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ეს კვლევები კვალიფიციური და კომპეტენტურია. აღნიშნული კომენტარი გაბაშვილმა ენდიაის კვლევებთან დაკავშირებით გააკეთა, თუმცა, თავად ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი არ დაუსახელებია.
„ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის, იმიტომ რომ ძალიან მაღალი მხარდაჭერა გვაქვს, ამ პერიოდშიც კი, როდესაც ჯერ ჩვენ საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია. ეს კვლევა ემთხვევა იმ მონაცემებს, რომელიც სხვა კვლევების შედეგად გვაქვს, სადაც არჩევნებზე მომსვლელ ამომრჩეველთგან ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია. მთავარი რასაც ეს კვლევა უჩვენებს არის ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ეს არის: დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოფლის განვითარება“, – აღნიშნა გაბაშვილმა.
ამ წუთებში ენდიაი ჟურნალისტებს სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აცნობს.