სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" ტელეკომპანია "მაესტროს" მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს აპროტესტებს და 16 ივლისს, 15:00 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ აქციას გამართავს. ამის თაობაზე მედიაჯგუფი განცხადებას, ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ტელეკომპანიამ „მაესტრო“, როგორც მედია სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტმა, საკუთარი ინიციატივითა და რისკების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ჩაეტარებინა პიარ-კამპანია "მაესტრო ყველა ოჯახში", რომლის მიზანიც აუდიტორიის რიცხოვნული და გეოგრაფიული ზრდა იყო.
მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია „მაესტრო“-ს აღნიშნული კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ ბიზნეს-სუბიექტს მოეპოვებინა და კიდევ უფრო განემტკიცებინა მედია-ბაზარზე საკუთარი პოზიციები, რაც ნებისმიერი საწარმოსთვის ბუნებრივი და ლოგიკურია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სრულიად უსაფუძვლოდ და ტენდეციურად აღნიშნული ქმედება ინეტრპრირებულ იქნა როგორც „სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი“. რასაც შედეგად პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, „მაესტრო“-ს ტექნიკური საშუალებების დაყადაღების შესახებ სასამართლოს ოპერატიული გადაწყვეტილება მოჰყვა.
პროკურატურამ კიდევ ერთხელ სრულიად ცინიკურად თავისი უკანონო ქმედების საფუძვლად „წინაასარჩევნო პროცესების დაცვა შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა“ დაასახელა.
“სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებით პროკურატურამ და სასამართლომ ერთის მხრივ ტელეკომპანია „მაესტრო“-ს, როგორც მედია-სუბიექტის თავისუფლება შეზღუდეს, ხოლო მეორეს მხრივ ამავე ქმედებით შეიზღუდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული „ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება“. საარჩევნო პერიოდში კი არასრულად და ცალმხრივად ინფორმირებული ამომრჩეველი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისათვის მანიპულირების შესანიშნავი საშუალებაა.
“სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ აპროტესტებს ტელეკომპანია „მაესტრო“-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს და 16 ივლისს 15 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ აქციას მართავს.
მოვუწოდებთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი, კონსოლიდირებული ძალებით წინ აღუდგეთ თავისუფალი მედიის შევიწროების ფაქტებსა და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას.
ხელმომწერები:
შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“
შპს `ალია-ჰოლდინგი“
შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი"
შპს `ყოველდღიური გაზეთი რეზონანსი”
შპს “გაზეთი რუსთავის ამბები”
შპს გაზეთი ლანჩხუთი PPlus“
შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმა“
შპს “მეცხრე არხი “
შპს საინფორმაციო სააგენტო “ივერონი”
შპს „კვირის პალიტრა“
შპს „სტუდია მაესტრო“
შპს „ქართული რადიო“
ჟურნალი „ქვეკუთხედი"
სტუდია GNS
შპს „ქართული სიტყვა ლიტერატურა, ხელოვნება, პოლიტიკა“
საინფორმაციო სააგენტო „თბილისი“
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“
შ.პ.ს „ახალი ამბები“
შ.პ.ს „ობიექტივი“
კავშირი “პრესა-საქართველო
გთხოვთ ყველას პროტესტის ნიშნად ეს რომ გამოიტანოთ თქვენს პირველ გვერდზე (გაზეთებმა და ინტენეტ გამოცემებმა)