კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის თინა ხიდაშელის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნოდ ქცევის წესების ერთიანი დოკუმენტის შეთავაზება შესაბამისი ნორმების დაცვის მიზნით, ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის ნიშნავს იმას, რომ ის თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს.
„ დეკლარაცია არ სჭირდება იმას, რომ ძალადობა ამ ქვეყანაში დიდი ხანია აკრძალულია, კანონმდებლობით ყოველ შემთხვევაში. დეკლარაციაზე გაცილებით უფრო მაღალი ძალის აქტია ის კანონი, რომელიც ქვეყნანაში არსებობს. ასეთ ამბებს არასოდეს არ აკეთებს სახელისუფლო პარტია არცერთ ქვეყანში, იმიტომ, რომ სახელისუფლო პარტიას თავისი ფუნქცია აქვს-მან კანონი უნდა დაიცვას და აღასრულოს, ასეთი წინადადებების ინიცირება, როგორც წესი სამოქალაქო სექტორისგან ხდება ხოლმე. მინდა შევახსენო მათ, ვისაც დაავიწყდა, რომ თავის დროზე „ათი ნაბიჯი თავისუფლებისთვის“ სწორედ სამოქალაქო სექტორმა შევიმუშავეთ და არა „მოქალაქეთა კავშირმა“ ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ . როდესაც ასეთ დეკლარაციას რომელიმე პარტია აკეთებს, ეს ნიშნავს რომ თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, ამიტომ ეს ღრმად არასერიოზულია.
ჩემი პოზიცია პირადად, არის ის, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა არავითარ შემთხვეევაში არ შეიძლება“,-აცხადებს ხიდაშელი.