ამომრჩეველთა ლიგის განცხადება

ამომრჩეველთა ლიგის განცხადება

წინა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ოპოზიციის ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მერეთში, ხაშურში და განსაკუთრებით კარალეთში მომხდარი ძალადობის ფაქტები ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლების აგრესია მიმართულია და ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შეკრებების ან გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა სიცოცხლის უფლება.

გამომდინარე აქედან , საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩველთა ლიგა“ დაესწრება გორში ,15 ივლისს, 19:00 საათზე კულტურის სახლის წინ დანიშნულ აქციას.