"რატომღაც მერაბიშვილსაც კი არ ენდო სააკაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოაშორა და პრემიერად გადაიყვანა“,- განაცხადა გორში ქართული ოცნების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.
და აქვე განაგრძო, თუმცა, არც მერაბიშვილს დაუხევია უკან სააკაშვილის არა ერთი უკანონო ბრძანების შესრულებაზე. მის სახელს უკავშირდება ის განსაკუთრებული სისასტიკე, რომელიც გამოიჩინეს ძალოვანმა სტრუქტურებმა 7 ნოემბერსა და 26 მაისს, მერაბიშვილი ვერც ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების საქმეებს ჩამოირეცხავს.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზარზეიმით წარმოგვიდგინა მთავრობის პროგრამა. ეს პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური პლაგიატი - ჩვენი პროგრამების მითვისების მცდელობა.
ჩვენს შორის ერთი სერიოზული განსხვავებაა. ჩვენ დაპირებებს ტყუილად არ ვიძლევით, კარგად გათვლილი და გაანგარიშებული გვაქვს ყველაფერი.
მერაბიშვილის ციფრები კი მხოლოდ ამომრჩველთა ყურისთვის არის განკუთვნილი და მათი გულის მოსაგებად არის ნათქვამი. თუმცა, ისინი ტყუილებშიც თავის სიძუნწეს ვერ ერევიან! ჯერ რიხით აცხადებენ 1000-ლარიან დახმარებას და შემდეგ სასხვათაშორისოდ დააყოლებენ, რომ ეს 4 წელზე გათვლილი თანხაა ერთი ოჯახისთვის. და რა გამოდის? რას ჰპირდებიან სინამდვილეში ხალხს – ერთ ოჯახს წელიწადში 250 ლარს, ანუ თვეში 20 ლარს“,- განაცხადა ივანიშვილმა