კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილამ გორში აქციაზე გამოსვლისას ქართულ პოლიციას მიმართა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა სისასტიკით განთქმული ახალაია იმიტომ დაუნიშნა პოლიციელებს, რომ არა მარტო ხალხის, არამედ ისინიც დააშინოს.
”ვერასდროს ვეღარავინ გამოიყენებს ჩვენს საყვარელ პოლიციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ,რომელიც ამავე ხალხის სისხლი და ხორცია. სწორედ ამიტომ აქვე უნდა მივმართოთ ჩვენს პოლიციელებს. მე ბევრჯერ ავღნიშნე, რომ ჩვენი პოლიციელების უმრავლესობა წესიერი ადამიანი, რომლებიც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებიან თავის სამშობლოს და ხალხს,როგორც ჩანს სააკაშვილი შეაშფოთა ჩემმა სიტყვებმა და პოლიციელბს სისასტიკით განთქმული ახალაია დაუნიშნა და ასე ცდილობს დათრგუნოს და დააშინოს არა მარტო მოსახლოება, არამედ პოლიციელებიც. დააკვირდით ხალხო და ნახავთ, რომ სააკაშვილის ეს ნაბიჯი, შეშინებული ადამიანის ნაბიჯია! ნუ შეგეშინდებათ პოლიციელებო, ყველაფერი მალე წარსულს ჩაბარდება”,-აღნიშნა ივანიშვილმა.