გორში, კომბინატის დასახლებაში "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს. აქცია ზუსტად 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებს ამ წუთებში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მიმართავს.
კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა გორში შეკრებილ მოსახლოებას 2008 წლის აგვისტოს ამბები გაახსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ქართული მხარე არ გადასულა რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა ხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას.
”მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ, სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, იმიტომ, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები. ეს არ მგონია ვინმეს ახარებდეს, ხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დგეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას, მაღალი თანამდებობის პირები, რომლეთაც სახელმწიფოსა და ხალხის ბედი აბარიათ, სრულიად სამარცხვინოდ იქცეოდნენ,
პატივი დიდება და ყველა იმ ჯარისკაცს და ოფიცერს, ვინც გმირულად იბრძოდა და საკუთარი სოცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს”,-განაცხადა ივანიშვილმა.