ბაშარ ასადის კიდევ ორი გენერალი თურქეთში გაიქცა

ბაშარ ასადის კიდევ ორი გენერალი თურქეთში გაიქცა

ანატოლიის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, სირიის სამხედრო არმიის კიდევ ორი გენერალი თურქეთში გადავიდა. თურქეთში გაქცული სირიელი გენერლების რიცხვმა უკვე 17-ს მიაღწია. თურქული საინფორმაციო წყაროების ცნობით, გენერლებთან ერთად, კიდევ 300-მა სირიელმა ჯარისკაცმა დატოვა სამხედრო არმია. 

გენერლებთან ერთად ქვეყენა კიდევ 227-მა სირიელმა დატოვა. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე სირიელი დევნილების რიცხვმა 38 914 ადამიანს მიაღწია.