თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან არ ყოფილა პირდაპირ ესეთი განცხადება, რომ ომი საქართვლომ დაიწყო. ამის შესახებ ყარყარაშვილმა დღეს for.ge-ს პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
გია ყარყარაშვილი ომის ამბებს იხსენებს, რომელიც საკუთარ წიგნში აქვს აღწერილი.
„ჩვენ შევძელით ამ ომიდან იდეოლოგიურად ისე გამოსვლა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩვენ დაგვიჭირა მხარი და რუსეთი აგრესორად გამოაცხადა. დღეს ნებისმიერი რევიზია მე რომ გავაკეთო, ეს არ არის საქართველოსთვის სასარგებლო. ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ოპოზიცია აკეთებს ვაკვირდები არ ყოფილა პირდაპირ ესეთი განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო“, - აღნიშნა ყარყარაშვილმა. მისივე შეფასებით, საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამას იტყვის.
„ომის თავიდან აცილება ეს არის ხელოვნება, რომელიც სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა“, - ყარყარაშვილმა.