არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ განცხადებით, ორგანიზაცია მშვიდობიანი შეკრებების და მანიფესტაციების უფლების საზოგადოებრივ მონიტორინგს აგრძელებს.
კვირას, 15 ივლისს, გორში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას. „საზოგადოებრივი დამცველის“ 3 მობილური ჯგუფი დააკვირდება.
დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ აქციის ორგანიზებას, აქციის მონაწილეთა მსვლელობის და შეკრების პროცესს.
საზოგადოებრივი დამცველი იმედს გამოთქვავს,რომ აქცია ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, ამავდროულად მოუწოდებთ ხელისუფლებას, ძალოვან სტრუქტურებს ,აქციის ორგანიზატორებს დაიცვან კანონი და მოქალაქეთა უფლებები,რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო პროვოკაციები.