ილია მეორე:  იმედი მაქვს, რომ  გავუძლებთ ჩვენს ვნებებს და მშვიდობიანად შევხვდებით არჩევნებს

ილია მეორე: იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ ჩვენს ვნებებს და მშვიდობიანად შევხვდებით არჩევნებს

საქართველოს პატრიარქს იმედი აქვს, რომ ოქტომბერში საპარლამენტიო არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და ჩვენი ქვეყანაც მშვიდობიანად განვითარდება. ამის შესახებ ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.  

„ამჟამად საქართველოში ძალიან რთული პერიოდია, სამი თვის შემდეგ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ტალახი არ ესროლონ და არ უთხრან შეურაცხმყოფელი სიტყვები. პატრიარქმა ბრძანა, რომ თუ ადამიანი განკითხვისგან, დამცირებისგან, შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან თავს შეიკავებს, ღმერთი მასთან იქნება.

 მშვიდობით განვითარდება ჩვენი ქვეყანა. მოხარული ვართ, რომ დღეს აქ იმყოფება პრეზიდენტი", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას. ილია მეორემ  ამბიონზე  საქართველოს პრეზიდენტიც მიიწვია, ნაკურთხი წყალი აპკურა და ჯვარზეც ამთხვია.

მიხეილ სააკაშვილს ტაძარში შეკრებილი მრევლისთვის არ მიუმართავს.