ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტების მიერ პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას „გლობალ ტვ“-ს განვითარების დირექტორი ზურაბ ბაზლიძე შეუერთდა, რომელიც From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სატელიტური ანტენების ბაზარი დაკეტა.
„აქ არც მაესტროს, არც მეცხრე არხის და არც გლობალტვ-ს პრობლემაა, აქ იმის პრობლემაა, რომ მოსახლოებამ თეფშები არ დააყენოს“,-აცხადებს ბაზლიძე.
„გლობალ ტვ“-ს განვითარების დირექტორი ჟურნალისტებს მოუწოდებს დაინტერესდნენ რა მდგომარეობაშია საქართველში სატელიტური ბაზარი.
„თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ სატელიტური მაღაზიები, რომლებიც სატელიტური რესივერებითა და თანამგზავრული თეფშებით. სად არიან ისინი? ყველა დაკეტილია. ასევე შეგიძლიათ ნახოთ რა მდგომაროებაა ლილოს ბაზრობაზე. ფაქტიურად მათ, ვინც სატელიტური თეფშებით ვაჭრობდა, ყველა მაღაზია დაკეტეს და ჟალუზებიც ჩამოწიეს“,-განაცხადა ზურაბ ბაზლიძემ.