გელა ნიკოლაიშვილი: ეს არის „თეფშების რევოლუცია“

გელა ნიკოლაიშვილი: ეს არის „თეფშების რევოლუცია“

ადამიანის უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტების მიერ პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას უერთდება და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის „თეფშების რევოლუცია“.

„არანაირ სამართლებრივ საფუძველზე არ არის დამყარებული  და ამ ყველაფერს, რაც დღეს ხდება,  არანაირი გამართლება არ აქვს. ხელისუფლებას ცხოველური შიში გააჩნია, რადგან მას „მაესტროს“ მიერ თეფშების დაყენებისაც კი ეშინია“,-აცხადებს ნიკოლაიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები პროკურატურის მიერ ტელევიზიის კუთვნილი სატელიტური თეფშების დაყენებას აპროტესტებენ ლოზუნგით: „მოგვეცით მუშაობის საშუალება!“.