ტელეკომპანიაა“ მაესტროს ჟურნალისტებმა პარლამენტის შენობის წინ სატელიტტური თეფშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციას მართავენ.
ჟურნალისტებს ორ ენაზე დაწერილი ლოზუნგები უჭირავთ ხელში „მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა!“.
გარდა ამისა, ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ჟურნალისტები საკუთარი პროფესიული უფლებების დაცვას და მოსახლოებისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებას ითხოვენ.
„მოგევცით მუშაობის შესაძლებლობა!
მოხსენით ყადაღა!
გაუშვით მაესტრო ყველა ოჯახში!
ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ!
ეს არის ყველა ის მიზეზი, რის გამოც, ჩვენ, „მაესტროს“ თანამშრომლები დღეს აქ შევიკრიბეთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, მოქალაქეებს აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, აქვთ უფლება მოისმინონ განსხვავებული აზრი. ყველა ამ პრინციპს ჩვენ ყოველდღიურად ვიცავთ და ვცდილობთ, ინფორმაცია მაყურებელს ყოველდღე შეუფერხებლად მიეწოდოს. მოგვეცით შესაძლებლობა, შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალება და დავიცვათ მოქალაქეების უფლება მიიღონ ინფორმაცია. ინფორმაციის შეზღუდვაა მავენებელია!“,- ნათქვამია ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს სოლიდარობას სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებიც უცხადებენ.