იაპონიაში გადაუღებელი კოკისპირული წვეიმების შედეგად, 19 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი, 8 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
კუნძულ კიუსიუზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ქუჩები წყლითაა დაფარული, კიდევ შენარჩუნებულია წყალდიდოებების საშიშროება.მოსახლოება სპეციალურ თავშესაფრებში ათენებს ღამეს, ბევრ მათგანს სახლების სახურავებზე უწევს ღამის გათენება.
იაპონიის პრემიერ მინისტრის ესიხინკო ნოდას განცხადებით, შექმნილი სპეციალური შტაბი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ კუნძულებზე სიტუაციას აკონტროლებს და ყველა შესაძლო ზომებს იღებს მოსახლეობის დასახმარებლად.