„ჯეიმს კამერონმა იდეა ფილმისთვის „ავატარი“ იაკუტური ეპოსი „ოლოხოდან“ აიღო“,-განაცხადა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის შედევრების ფესტივალზე, იაკუტიის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ანდრეი ბორისოვმა.
„ჯერ კიდევ 20 წლის წინ, მოვითხოვე, რომ იაკუტური კინოს განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯები გადაგვედგა. თუმცა იქამდე ამერიკული კინოინდუსტრია ისე განვითარდა, რომ ჩვენი ღრმა ეპოსების გადაღება დაიწეს. ახლა ყველა ხედავს, რომ კემერონის „ავატარი“ ჩვენი ეპოსის მოტივებზეა შექმნილი“-განაცხადა ბორისოვი.
მან აღნიშნა, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრი „ოლოხო“ დღეს ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„არქაული ეპოსის სილამაზე, იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად კამერონისეული სპეცეფექტებისა, ის თავისი ბუნებრიობით, თანამედროვე ახალგაზრდობასთან მაინც ძალიან ახლოს დგას“,- ამბობს ბორისოვი.
მისი თქმით, ბოლო დროს იაკუტელები ეპოსი „ოლოხოს“ მიხედვით კომიქსებსა და კომპიუტერულ თამაშებს ქმნიან.