ჯგუფი Coldplay ბოლო ალბომის „Mylo Xyloto“-ს მიხედვით გამოუშვებს კომიქსებს, რომელიც მთლიანად ამ ალბომს დაეფუძნება.
როგორც ვარაუდობენ, კომიქსებში საუბარი იქნება მომავლის ომზე სახელწოდებით, Mylo Xyloto.
ჯგუფი თავის ბოლო ფირფიტას, საერთო სიუჟეტის მქონე კონცეპტუალურ ალბომს უწოდებს. მისი, ერთ-ერთი, წევრის კრის მარტინის ადრინდელი განცხადების მიხედვით კი, ეს ალბომი, ორი პერსონაჟის Mylo-სა და Xyloto-ს სიყვარული ისტორიას მოგვითხრობს.
კომიქსების სიუჟეტის ავტორია, ცნობილი „კუნ-ფუ პანდას“ რეჟისორი მარკ ოსბორნი.
„Mylo Xyloto“-ს კომიქსების პირველი ექვსი თავის პრეზენტაცია 18-21 ივლისს, სან-დიეგოში გაიმართება. გაყიდვაში კი მომდევნო წელს გამოვა.
Coldplay-ს ბოლო ალბომი „Mylo Xyloto“- გასულ წელს გამოვიდა და ის ბრიტანული Billbord-ის ჩარტებში, რამდენიმე თვე მოწინავე პოზიციებს იკავებდა.