თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას მიმართავს, რომ დაასახელოს „ქართულ ოცნებაში“ ვინ არიან რუსული ინტერესების გამტარებლები. აღნიშნული განცხადება ყარყარაშვილმა დღეს for.ge-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ყარყარაშვილის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებაში“, ალასანიას პარტიაში, „რესპუბლიკელებში", არიან რუსეთის ინტერესების გამტარებლები, მაშინ დღესვე შეწყვეტს აქტიურობას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეიცვლის. ყარყარაშვილის თქმით, თუ ამას ვერ დაასახელებენ და დაადასტურებენ, მაშინ ამაზე საუბარი უნდა შეწყდეს.
ყარყარაშვილმა განმარტა, რომ მისთვის პრიორიტეტული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და არა მწვანილის ან ყურძნის რუსეთის ბაზარზე გატანა და გაყიდვა.