ჩეხეთის პოლიცია, კალაქ ოლომოუცში კერძო კოლექციონერისგან მოპარულ შედევრებს ეძებს. პიკასოსა და რენუარის 21 მილონ დოლარად შეფასებული ნამუშევრები მძარცველებმა ბიზნესმენის სახლიდან გაიტანეს.
როგორც რეგიონალური პოლიციის პრეს-მდივანი იუწყება, ნამუშევრები ივლისის შუა რიცხვებში მოიპარეს. სახლიდან წაღებულია კერძო კოლექციონერის ძვირფასი ნივთები, ასევე, რენუარის - ერთი და პიკასოს ათამდე ნამუშევარი.
რეგიონალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ლიბორა შამშული აცხადებს, რომ ნიღბებში გამოწყობილ და შეიარაღებულ მძარცველებს, სამართალდამცავები დღემდე ეძებენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ნახატები ჩეხეთიდან უკვე გატანილია.
საქმის გამოძიებაში სამართალდამცავებთან ერთად ექსპერტებიც არიან ჩართული.
„ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ნახატები, რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში საქმე არა ძარცვას, არამედ ყაჩაღობას ეხება. ბოროტმოქმედებმა ბიზნესმენს ცეცხლი გაუხსნეს და მაგრამ დაჭრილმა მაინც მოახერხა პოლიციის გამოძახება“ -ამბობს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი შამშული.