"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ გორში შიდა ქართლის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდიდატები დაასახელა.
ახალი მემარჯვენეების განცხადებით, შიდა ქართლშიც იმერეთის მსგავსად, პარტიამ პრიორიტეტი საკუთარი გუნდის წევრებს მიანიჭა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში და რაც მთავარია, კომპეტენტურობით, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩევიან.
გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი -იოსებ ბორვცვაძე, რომელიც ავადროულად შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
კასპში "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატი დავით ციხისთავი იქნება, რომელიც ასევე პარტიის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
ხაშურში- მაია ახალკაცი, ასევე პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.