დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა არქივმა უცხოპლანეტელების შესახებ საიდუმლო მასალების მორიგი არქივი გამოაქვეყნა. ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია 6700 დოკუმენტის წაკითხვა.
The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, უცხოპლანეტელთა ცხოვრებით ბრიტანეთის უმაღლესი პირებიც ინტერესდებოდნენ, მაგალითად 1998 წელს ტონი ბლერმა უფოელებს პრესკონფერენციაც მიუძღვნა. მწერალმა უფოლოგმა ნიკოლას რედფერნმა ბლერს სპეციალური წერილით მიმართვა, სადაც სახელმწიფოს მიერ უცხოპლანეტელების შესახებ არსებული მასალებისა და კვლევების დამალვაში ადანაშაულებდა.
ტონი ბლერმა რედფერნს პასუხი მიწერა, სადაც აღნიშნა, რომ „სახელმწიფო არ აფინანსებს კვლევებს, რომელიც უცხოპლანეტელების ცხოვრებას ეძღვნება“. საიდუმლო მასალების არქივში თქვენ შეგძლიათ ნახოთ ლორდთა პალატისადმი გაგზავნილი უფოლოგების წერილები და დასკვნები, სადა ისინი ამტკიცებენ, რომ „უცხოპლანეტელები დედამიწაზე სამხედრო დაზვერვის მიზნით ჩამოდიან და დედამიწის მოსახლეობის მიმართ მტრულად არ არიან განწყობილნი“.