სოზარ სუბარი: სააკაშვილმა ქვების სროლით დაიწყო პოლიტიკური კარიერა და ქვების სროლითვე დაამთავრებს

სოზარ სუბარი: სააკაშვილმა ქვების სროლით დაიწყო პოლიტიკური კარიერა და ქვების სროლითვე დაამთავრებს

სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტთან დაკაშირებით, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ დაშავებული 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი გორის საავადმყოფოში იმყოფება, რომელთაც სამედიცინო დახმარებას უტარებენ.

რა მოხდა სოფელ კარალეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას?

სააკაშვილმა ქვების სროლით დაიწყო პოლიტიკური კარიერა და ქვების სროლითვე ამთავრებს პრეზიდენტობას. ეს მართლაც დასასრულია მათი რეჟიმის, როდესც ქვის გარდა სხვა არგუმენტი მათ არ გააჩნიათ. ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარ მოსახლოებასთან პოლიტიკური არგუმენტი აღარ დარჩა და „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრებს გვახვედრებს ადამიანებს, რომლებიც კივიან ერთიდაიგივე დაზეპირებულ ტექსტებს. დღეს სოფელ კარალეთში ამას ქვების სროლაც დაემატა, დაახლოებით 20-მდე ადამიანმა მეტ-ნაკლები სიმძიმის დაზიანებებიც მიღო. დაშავდნენ პარტიის აქტივისტები, ჟურნალისტები, ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტები, საბა წიწიკაშვილი, რომელზეც პერსონალური დევნა იყო გამოცხადებული, „მაესტროს“ ჟურნალისტ ია თინიკაშვილს წელზევით შიშველი  ადამიანების ჯგრო  ქვების სროლით მისდევდნენ და ის მაინც აგრძელდებდა გადაღებას. ამ წუთას ჩვენ გორის საავადმყოფოში ვიმყოფებით, მიმდინარეობს ადამიანებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა. 

ვინ იყვნენ ეს „წელზევით შიშველი ადამიანები“, თუ არის ცნობილი?

მე შემიძლიათ გითხრათ რამდენიმე ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც სააკაშვილის „ზონდერებს“ წარმოადგენენ. ისინი ჯერ ერთ სოფელში დაგვხვდნენ. შემდეგ, როდესაც კარალეთში ქვების სროლა დაიწყეს, მოსახლოებას ესმოდა, როგორ გამოიძახეს ისინი დასახმარებლად მობილურებით. ესენი გახლავან ძმები გიგი და გოგიტა გოჩაშვილები, რომლებიც არაერთხელ არიან შემჩნეულები მსგავს პროვოკაციებში, დარბევებში, ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში, აგრეთვე მამასახლისი მაისურაძე. აი, ამათი გვარები შემიძლია ამ წუთას დაგისახელოთ.

აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ სააკაშვილი, რომელიც ძალიან მაგარ საავადმყოფოებს ხსნის, ფასებიც ისეთი ძალიან მაგარი აქვთ, რომ ვერ მიეკარები. ნებისმიერმა  ექიმმა რომ გაგსინჯოს, ბუნებრივია ფული უნდა გადაიხადო, მეორედ რომ შეგახებს ხელს, კიდევ დამატებით უნდა გადაიხადო, აღარაფერს ვსაუბრობ რენტგენსა და ექოსკოპიაზე, რომელიც სასწაული ფასები ღირს. ეს არის სააკაშვილის რეფორმირებული საავადმყოფოები.

როდის აპირებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდოთ მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა და რა რეაგირებას ელოდებით მათგან?

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვითონ გვახლდნენ იქ, რომლებმაც ყველაფერი დააფიქსირეს და  მოამზადებენ სპეციალურ მოხსენებებს. ისინი გაკვირვებულები კითხულობდნენ, ვინ იყვნენ ის ადამიანები,ძმები გოჩაშვილები და მაისურაძე,  რომლებიც მოვარდნენ და ქვების სროლა დაუწყეს ადამიანებს, მათ განაცხადეს, რომ მათი ეს მოხსენებები ამ ეტაპზე დახურული იქნება და არ იქნება საჯარო.

საერთაშორისო საზოგადოება  ასეთ ყურადღებას, რომ არ აქცევდეს საქართველში მიდინარე პროცესებს, ქვების სროლა კი არა ,ტყვიების სროლა იქნებოდა და ასადის რეჟიმი მონაგონი იქნებოდა. არანაკლებ პირსისხლიანია სააკაშვილი, ვიდრე ბაშარ ასადი, რომელმაც საკუთარ ხალხს ტყვიების სროლა მხოლოდ მეთხუთმეტე წლისთავზე დაიწყო და არა მერვეზე. პირობას ვიძლევით, რომ  არა მარტო გოჩაშვილები და მაისურაძე, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც მსგავს დარბევებში მონაწილეობს, აუცილებლად დაისჯება და დაისჯება არა ოქტომბრის მერე, არამედ მანამდე.