ჰოლანდიურ ტელეარხ Nos-ს ეთერში, 6 საათიან საინფორმაციო გამოშვების დროს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ფოტო, „ჰიტლერის ულვაშებით“ გავიდა.
გადაცემის წამყვანი, სიუჟეტის დაწყებამდე აკეთებდა ანონსს, ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრაზე, რომლის პარალელურადაც სტუდიაში, ეკრანზე გამოსახულ ანგელა მერკელის ფოტო, ზედა ტუჩზე მიხატული ულვაშით, ადოლფ ჰიტლერს მოგაგონებდათ.
არხის რედაქციაში ამბობენ, რომ ეს ეფექტი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელიც გრაფიკული გამოსახულების შემთხვევითმა არევამ გამოიწვია.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მისი მკაცრი პოლიტიკით არაერთხელ შეუდარებიათ ჰიტლერისათვის. 2008 წელს ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ანგელა მერკელს ჰიტლერის მემკვიდრე უწოდა. 2007 წელს კი, პოლონური გაზეთის Najwyzszy Czas-ს გარეკანზე ანგელა მერკელის ფოტო „ჰიტლერის ულვაშებით“ დაიბეჭდა.