ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის მოწოდებით, ირანელები მზად უნდა იყვნენ ომისთვის და ბოლო სასამართლოსთვის. მან თავის სულიერ შვილებს მოუწოდა მზად იყვნენ იმამ მაჰდის მე-12 მოსვლისთვის, რომელიც ქვეყნის აღსასრულის- ბოლო სასამართლოს დროს უნდა მოვიდეს.
„უნდა ვემზადოთ უდიდესი ლიდერის მოსვლისთვის. თუ ჩვენ თავს ვთვლით მე-12 იმამის ჯარისკაცებად, მაშინ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის. იმამ მაჰდის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ზუსტად არის აღწერილი ჩვენს რელიგიურ სწავლებაში.
ალაჰის ხელმძღვანელობით და მისი უდიდესი დახმარებით, ჩვენ შევძლებთ, რომ ისლამის ცივილიზაცია იზეიმებს მსოფლიო არენაზე. ეს ჩვენი ბედია“,-განაცხადა ჰამენეიმ.