ამომრჩეველთა ლიგა ტელეკომპანია მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღებას ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გავრცელებისა და მიღებაზე მონოპოლიის შენარჩუნების კიდევ ერთ უკანონო მცდელობად მიიჩნევს,- ამის შესახებ ამორჩეველთა ლიგა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.
"კერძო ტელეკომპანიის მიერ დაფარვის ზონის გაფართოებისათვის ხელის შეშლა პირპდაპირი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს შეინარჩუნოს ინფორმაციული ვაკუუმი.
ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი იქნება ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო სივრციდან გათიშვის მცდელობა.
ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ესკალაცია ეჭვ ქვეშ აყენებს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.
ვაფრთხილებთ ხელისულფლებას! მსგავს ქმედებას აუცილებლად მოჰყვება ქართული საზოგადოების საპასუხო რეაქცია“,-ნათქვამია განცხადებაში.