ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი პროფესიას იცვლის და საზოგადოებას გამომცემლის ამპლუაში ევლინება. ისტორიკოს დუგლას ბრინკლისთან ერთ მსახიობი გამოუშვებს რომანს ამერიკელი ფოლკ შემსრულებლის ვუდი გატრის შესახებ, სახელწოდებით -„სახლი დედამიწაზე“
რა იზიდავს დეპის ამ საქმიანობაში, უცნობია, თუმცა მისი თქმით, ეს იქნება საუკეთესო წიგნი ბოლო წლების განმავლობაში, რაც კი წაუკითხავს.
აღსანიშნავია, რომ 1943 წელს ვუდიმ თავად გამოუშვა მისი პირველი ავტოგრაფიული წიგნი „Bound for Glory”, რომელიც 1976 წელს ჰელ ეშბიმ ფილმად გადაიღო. წიგნი წარმატებული აღმოჩდა რასაც ახალ წიგნზე მუშაობაც მოჰყვა. გამომცემლებმა ახალი 800 ფურცელი დაიწუნეს და განაცხადეს, რომ ნამუშევარი მრავლად შეიცავს ცხოვრების გულახდილ სცენებს და ვერ დაბეჭდავდნენ. ამან ვუდი გატრიზე უარყოფით ზემოქმედება მოახდინა და დაიწყო უცნაურობათა სერია. საბოლოოდ ვუდი ციხეში აღმოჩნდა, მას წელიწადნახევარი მიუსაჯეს. ამ ფაქტით კმაყოფილი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ ციხეში საკუთარ თავთან მარტო აღმოჩნდებოდა და ახალ ნამუშევრებსაც შექმნიდა. მან ციხეში რამდენიმე კვირა გაატარა და შემდეგ გაათავისუფლეს.
„მე ვერ ვიტან სიმღერას რომელიც თავს გახვევს აზრს საკუთარი არარაობის შესახებ.ვერ ვიტან სიმღერას,რომელიც გიმტკიცებს რომ დაბადებული ხარ უიღბლობისთვის,განწირული ხარ მარცხისათვის,არავის ჭირდები,გამოუსადეგარი ხარ-რადგან ხარ ზედმეტად მოხუცი ან ახალგაზრდა,ზედმეტად მსუქანი ან გამხდარი,ძალზედ არაესთეტიური.ვერ ვიტან სიმღებს რომელიც გაკრიტიკებს ან დაგცინის შენი უიღბლობისა და გაჭირვების გამო…“ -ამბობდა ვუდი
წელს ვუდი გატრის 100 წლის იუბილეა. ვუდრო ვილსონ „ვუდი“ გატრი ოკლაჰომას შტატის პატარა ქალაქ ოკიმაში 1912 წლის 14 ივლისს დაიბადა.
„მე გამოვდივარ რათა ვიმღერო სიმღერები რომლებიც ამტკიცებენ რომ ეს სამყარო შენია,და თუ სამყარომ გავნო ან გული გაგიტეხა არაერთხელ-ეს არაფერია.არა აქვს მნიშვნელობა შენს კანის ფერს,ეროვნებას,იმას თუ რამდენად რთული პიროვნება ხარ-მე გამოვდივარ რათა ვიმღერო სიმღერები რომელიც აგავსებს სიამაყით საკუთარი თავისა და საკუთარი შრომის გამო“-ამბობდა მომღერალი.
ვუდი გატრი 1967 წლის 3 ოქტომბერს 13 წლიანი ავადმყოფობის შემდეგ ვუდი გატრი გარდაიცვალა. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ყოველწლიურად ვუდის მშობლიურ ქალაქ ოკლაჰომაში მისი სახელობის ფესტივალი Woody Guthrie Folk Festival იმართება.