ლეგენდარული ჯგუფის The Rolling Stones-ეს პირველი გამოსვლიდან ზუსტად ნახევარი საუკუნე, 50 წელი გავიდა. ისინი პირველად, Marquee Club სცენაზე 1962 წლის 12 ივლისს გამოჩნდნენ.
თავდაპირველად მუსიკოსები ჯგუფს Blues Incorporated ერქვა, თუმცა პირველი ჯგუფური გამოსვლის დროს მათ სახელი The Rolling Stones-ით შეიცვალეს. ჯგუფში შედიოდნენ, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, ჩარლი უოტსი და რონი ვუდი.
ჯაგერმა და რიჩადსმა ერთმანეთი ჯერ კიდევ დარტფორდის დაწყებით სკოლაში გაიცნეს. შემდეგი 10 წლის მანძილზე ერთმანეთი არ უნახავთ. 1960 წელს კი ისინი კვლავ შეხვდენენ და საერთო ინტერესების და რიტმ-ენდ-ბლუზის სიყვარულით დამეგობრდნენ. რიჩარდსი იმ პერიოდში ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. ჯაგერი კი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის სტუდენტი იყო და ბლუზ-ჯგუფში „Little Boy Blue and the Blue Boys“ უკრავდა. ჯგუფს მალე რიჩარდსიც შეუერთდა.
ჯგუფს სხვა წევრები დროდადრო შემოუწეთდნენ. პირველი კონცერტის შემდეგ, ჯგუფის მენეჯერი ენდრიუ ლუგ ოლდჰემი გახდა, მან ენერგიულ აგენტი ერიკ ისტონი მოიძია, რომელმაც ჯგუფს ფინანსურ მხარდაჭერა აღმოუჩინა, სტუდიურ ჩანაწერის პრომოუშენი საკუთარ თავზე აიღო და „Decca Records“–თან კონტრაქტი გააფორმა.
ჯგუფმა ოფიციალური დებიუტისთვის ჩაკ ბერის კომპოზიცია „Come On“ შეარჩია. ჯგუფი თანდათანობით პოპულარული ხდებოდა სამშობლოში. ისინი პირველი ალბომის „The Rolling Stones“ პრეზენტაციისთვის ემზადებოდნენ, რომელსაც დამთავრებისთანავე კვალდაკვალ ამერიკული ტურნე მოჰყვა.
სამშობლოში დაბრუნებისთანავე კვინტეტმა ვალენტინოს რეპერტუარიდან წარმატებული ქავერ-ვერსია „It’s All over Now“ ჩაწერა. მათი პოპულარობა დღითიდღე მთელს მსოფლიოში იზრდებოდა.
1964 წლის ნოემბერში გამოსული სინგლი „Little Red Rooster“, „New Musical Express“-ის ჩარტებში პირველ ათეულში ლიდერობდა. 1965 წელს სინგლით „(I Can’t Get No) Satisfaction“ ამერიკამ საბოლოოდ აღიარა ჯგუფის ტალანტი. პოპულარობა საკონცერტო EP „Got Live If You Want It“ და „The Rolling Stones No. 2“ გაუმყარათ.
1967 წელს კოლეტივმა ორმაგ სინგლზე „Let’s Spend the Night Together“/ „Ruby Tuesday“ დაიწყეს მუშაობა. იმავე წელს, მათ ალბომი „Between the Buttons“ ჩაწერეს, რომელიც ოლდჰემის ბოლო ნამუშევარი ღმოჩნდა, რადგან მან მენეჯერობა კლეინს გადააბარა.
თებერვალში ჯაგერი და რიჩარდსი, სამი თვის შემდეგ კი ბრაიან ჯოუნსი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ივნისში, სასამართლომ პირველ ორ ბრალდებულს მსხვილი ჯარიმა და ციხის სასჯელი მიუსაჯა. სრულიად მოულოდნელად მათ დასაცავად გაზეთი „The Times“ და ჯგუფი „The Who“ გამოვიდნენ, რის გამოც საქმე ივლისშიც გადაიხედა. ჯოუნსს კი 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სკანდალები, ციხის თავგადასავლები, პრესის ყურადღება ჯგუფის წევრებს მუდმივად თან სდევდათ.
1968 წელს კოლექტივმა ჯიმი მილერის პროდიუსერობით ახალი ალბომი „Beggars Banquet“ ჩაწერა, რომელიც სოციალურ-პოლიტიკურ „Street Fighting Man“ თემას შეიცავდა.
ამ პრიოდში ჯოუნსი იმდენად ჩაიძირა ნარკოტიკების მორევში, რომ ამერიკულ ტურნეში მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რასაც რიჩარდსა და მას შორის დაძაბული ურთიერთობაც ამწვავებდა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ 1969 წლის ივნისში ჯოუნსი ოფიციალურად დაემშვიდობა ჯგუფს. ერთი თვის შემდეგ კი, მომღერალი სასექსში, საკუთარი სახლის საცურაო ბასეინში გარდაცვლილი იპოვნეს. სამედიცინო დასკვნის თანახმად, სიკვდილის მიზეზად უბედური შემთხვევა განიხილეს.
მისი დასაფლავებიდან ორ დღეში გამართულ შოუზე 250 000 მაყურებელი შეიკრიბა. კონცერტის ბოლოს, ჯაგერმა ცაში რამდენიმე ათასი პეპელა გაუშვა და შელის ულამაზესი ლექსი წაიკითხა...
1969 წელს, ჯგუფმა ახალი ალბომი „Let It Bleed“ ჩაწერა, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა გიტარისტმა მიკ ტეილორმაც მიიღო. ალბომი ბრიტანული ჩარტების ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
წლის ბოლოს, კონცერტის გასამართად ჯგუფი ამერიკელ თაყვანისმცემლებთან გაემგზავრა. კონცერტი ჯგუფმა ბაიკერული კლუბის „Hell’s Angels“ დაცვის დახმარებით ჩაატარა. გაუგებრობის გამო დაცვას შავკანიანი ბიჭი შემოაკვდა... ამ ტრაგედიას ფილმიც კი მიუძღვნეს, რომლიც ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ეკრანებზე.
1970 წელს, ჯგუფმა ალბომზე „Get Yer Ya-Ya’s Out!“ მუშაობა დაასრულა და საკუთარი ლეიბლი „Atlantic“ შექმნა, რომლის პირველი რელიზი „Brown Sugar“, „Bitch“ და „Let It Rock“ იყო.
იმავე წელს ჯაგერმა ძალები კინომატოგრაფიაშიც მოსინჯა და რეჟისორ ნიკოლას რეგას ფილმში „Performance“ ითამაშა. სწორედ ამ პერიოდში ის ნიკარაგუელ მოდელ ბიანკა პერესზე დაქორწინდა.
1971 წელს, ჯგუფმა ლონგ-პლეი „Sticky Fingers“ ჩაწერა, რომლიც ისეთ კომპოზიციებს შეიცავდა როგორებიცაა: „You Gotta Move“, „Moonlight Mile“, „Wild Horses“, „Sister Morphine“.
1973 წელს გამოსული ალბომი „Goats Head Soup“ რამდენიმე ძლიერ ნამუშევრისგან შედგებოდა. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი გიტარისტმა მიკ ტეილორმა დატოვა, რის შემდეგაც ახალი ალბომის „Black and Blue“, ჩაწერა მხოლოდ 1976 წელს მოხერხდა. პარალელურად, ჯგუფის წევრები სოლო-ალბომებზე და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდნენ.
1978 წელს მუსიკალურ სამყაროს ისინი ახალი ალბომით „Some Girls“ დაუბრუნდნენ. სწორედ ამ პერიოდში რიჩარდსი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს ჰეროინის შენახვის ბრალდებით, ჯაგერი კი დიდი ფინანსური დანაკარგით მეღლეს დაშორდა.
ამ ვითარებაში, 1980 წელს ჩაიწერა ახალი სტუდიური ალბომი „Emotional Rescue“. მიუხედავად მდგომარეობისა, ალბომი მსმენელმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო. მომდევნო წელს კი ჯგუფმა ა.შ.შ.-ის მაშტაბით საკონცერტო ტურნე გამართეს. ყველაზე კარგ საკონცერტო ნომრებს ალბომში „Still Life“ მოუყარეს თავი.
იმავე წელს ბიჭებმა წარმატებული დისკი „Tattoo You“ ჩაწერეს, რომელიც გამოსვლისთანავე 10 კვირის განმავლობაში ბრიტანული ჩარტების სათავეში ლიდერობდა.
ჯგუფმა ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა 1986 წელს ალბომით „Dirty Work“ დაირღვა. ამ პერიოდში მათ კონტრაქტი ლეიბლთან „CBS Records“ გააფორმეს. ჯგუფის პროდიუსერი კი სტივ ლილივაიტი გახდა.
ამ პერიოდში მიკ ჯაგერმა სოლო ალბომები „She’s the Boss“ და „Primitive Cool“ ჩაწერა. რიჩარდსონისა და მიკის კონფლიქტი კი უკვე აღარავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს.
1989 წელს ჩაწერილი ახალი ლონგ-პლეი „Steel Wheels“ კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. „Mixed Emotions“ და „Rock аnd а Hard Place“ პოპულარულ რადიოჰიტებად იქცა. ყველაფერ ამას საერთაშორისო ტურნე მოყვა, რომელიც ჯგუფის ისტორიაში კომერციულად ყველაზე მომგებიანი გამოდგა. ტურნეს დასრულებისთანავე ჯგუფმა საკონცერტო ალბომის „Flashback“ (1991) პრეზენტაცია გამართა.
1993 წელს ბილი უაიმანი ოფიციალურად წავიდა ჯგუფიდან. (მოგვიანებით მან მემუარები „Stone Alone“ გამოსცა). იგი ჯგუფში გამოცდილმა პროფესიონალმა დერილ ჯოუნსმა ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე სტინგთან და მაილს დევისთან უკრავდა.
1994 წელს გამოსული ალბომი „Voodoo Lounge“ ბოლოათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად იქცა და გრემის ორი ჯილდო მოიპოვა.
ერთი წლის შემდეგ, კოლექტივი კონცერტებით კვლავ ა.შ.შ.- ში გაეშურა. იმავე წელს დისკი „Stripped“ („unplugged“) ჩაიწერა. ალბომის „Bridges to Babylon“ მხარდასაჭერად ჯგუფმა კიდევ ერთი წარმატებული ტურნე გამართა, რომლის საკონცერტო ჩანაწერები ალბომში „No Security“ გაერთიანდა.
2002 წელს ჯგუფმა საიუბელიო 40 წლის აღსანიშნავად გრანდიოზული საკონცერტო ტურნე გამართა. იმავე წელს კომპილაცია „40 Licks“ გამოვიდა, რომელშიც ოთხი ახალი სიმღერა შევიდა.