დიდი ბრიტანეთის ნამდვილი მეფე გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის ნამდვილი მეფე გარდაიცვალა

The Daily Telegraph -ის ინფორმაციით, ავსტრალიაში 69 წლის ასაკში მაიკლ ებნ-ჰასტინგსი, როგორც მას უწოდებდნენ,  „დიდი ბრიტანეთის ნამდვილი მეფე“ გარდაიცვალა. ებნ-ჰასტინგსი ავსტრალიაში, პატარა სოფელ ჯერილდერში ცხოვრობდა და დიდი მანქანის მძღოლი გახლდათ.

იგი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2004 წელს ბრიტანეთში მის შესახებ ფილმი გამოვიდა, რომელშიც ისტორიკოსი მაიკლ ჯონსი ასაბუთებდა, რომ ის ბრიტანეთის სამეფოს გვირგვინის ნამდვილი მფლობელი გახლდათ. დამადასტურებელი დოკუმენტი კი ჯონსმა ქალაქ რუანის ბიბლიოთეკაში მოიპოვა.

საქმე იმაში გახლდათ, რომ მაიკლ ებნ-ჰასტინგსი მეფე ედუარდ IV-ის  ძმის, ჯორჯ პლანტაგენეტის შთამომავალია. დოკუმენტში, რომელიც მან რუანის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა, ნათქვამია, რომ ბრიტანეთის მეფის ჩასახვის მომენტში, მისი მამა რიჩარდ პლანტაგენტი, იორკის მესამე ჰერცოგი პარიზთან ახლოს იბრძოდა, ხოლო მისი მეუღლე ქალაქ რუანში გახლდათ. დედოფალს რომანი ჰქონდა რუანელ მსროლელთან და სწორედ ის გახლავთ ბრიტანეთის მეფის ნამდვილი მამა და არა რიჩარდ პლანტაგენტი. გამომდინარე აქედან, სამეფო ტახტის ნამდვილი შთამომავალია  ედუარდ IV-ის  ძმის, ჯორჯ პლანტაგენეტის შვილი, ანუ მაიკლ ენბ-ჰასტინგსი. მაიკლ ებნ-ჰასტინგსმა, როდესაც თავისი კეთილშობილი წარმომავლობის შესახებ გაიგო, ძალიან გაუკვირდა და განაცხადა, რომ მას არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა სამეფო ტახტზე. „რა არის კარგი იმაში, რომ მეფე ხარ? ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეგიძლია სხვა ადამიანების გარეშე“,-განაცხადა ჰასტინგსმა.

 „დიდი ბრიტანეთის ნამდვილი მეფეს“ ერთი ვაჟი 37 წლის საიმონი ჰყავს, რომელიც ტექსტილის ქარხანაში მუშაობს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეფო ტახტისთვის ბრძოლას არ აპირებს.