საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შეხვდა და 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა.

მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.