საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ის კანტორა იყო, სადაც არაფრის კეთებაში მასზე 3 ჯერ მეტ ხელფასს იღებდნენ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს, განათლების სამინისტროში ახალი მინისტრის, ხატია დეკანოიძის წარდგენისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, გამოცდების ეროვნულ ცენტრი წელიწადში მხოლოდ ერთი თე გაიღებოდა, ჩატარდება გამოცდები და თანამშრომლები დანარჩენი 11 თვე მასზე 3 ჯერ მეტ ხელფასს იღებდნენ.
„ისინი მხართეძოზე იყვნენ წამოწოლილები და არაფრის კეთებაში 10 000-ს და 15 000-ს ლარს ხელფასს იღებდნენ. ეს იყო სოციალური სამართლიანობა და იმიტომაც გავიდნენ თავს. როცა ზედმეტებს შვები, ასე მოსდით ხოლმე ადამიანებს. გამოცდების ცენტრი წელიწადში 12 თვე უნდა მუშაობდეს”, - განაცხადა სააკაშვილმა.