"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის შარმითა და აურით მოხიბლულია.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბევრი თაყვანისცემელი ჰყავს და ფანები მას არც ოპოზიციაში აკლია.
“ერთ-ერთი თქვენი ძველი მეგობარი, მჟამად ერთ-ერთი მსხვილი კოალიციის ლოდერი ისე მოხიბლეთ თქვენი პიროვნული შარმით, აურით და მენეჯერული თვისებებით, რომ დღემდე ამ ზეგავლენისგან ვერ გამოდის” - განაცხადა თარგამაძემ და თუმცა, ივანიშვილის გვარი არ უხსენებია.
თარგამაძეს მერაბიშვილის პიროვნულ თვისებებზე და ნაქებ მენეჯმენტზე სხვა წარმოდგენა აქვს. მან დევნილების განსახლებში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და განცხადა, რომ არის კორპუსები, რომლებიც გარედან შეღებილია, მაგრამ, ასობით ოჯახი ფეკალიების ტბებზე ცხოვრობს.
“თქვენ გაარემონტეთ და შეღებეთ გარედან, ეს ხალხი კი ისევ მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს” - განაცხადა თარგამაძემ, მისივე შეფასებით, მითი ვანო მერაბიშვილის კარგ მენეჯერობაზე მოგონილია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში დღე და ღამ ვანო მერაბიშვილის ქებით არიან დაკავებული.