ჟურნალმა „ფორბსი“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელებისა და მსახიობი ქალების შემდეგ, წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცების სია გამოაქვეყნა.
პირველი ადილი სიაში ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობა ტომ კრუზმა დაიკავა, რომელმაც 2011 წლის მაისიდან, 2012 წლის მაისამდე 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობს ამ ფულის გაყოფა, განქორწინების შემდეგ მეუღლესთან ქეით ჰოლმსთან მოუწევს. წყვილის განქორწინების შესახებ ცნობილი, ივნისის ბოლოს გახდა.
მეორე ადგილი 37 მილიონი დოლარით, ლეონარდო დიკაპრიომ და ადამ სენდლერმა გადაინაწილეს. გასულ წელს ამ რეიტინგში ადამ სენდლერი 40 მილიონი დოლარით მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ლეო 77 მილიონი დოლარით მეორეზე.
მეოთხე ადგილზეა „სკალა“ ჯონსონი 36 მილიონით, ხოლო მეხუთეზე ბენ სტილერი 35 მილიონით.
„ფორბსის“ სიაში ასევე მოხვდნენ: ჯონი დეპი, ვილ სმიტი, საშა ბარონ-კოენი, რობერტ პარინსონი, ტეილორ ლორენი, მარკ უოლბერგი და ა.შ.