ჰერმან ვან რომპეი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ტრაგიკული შემთხვევების აღკვეთა შეუძლებელია

ჰერმან ვან რომპეი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ტრაგიკული შემთხვევების აღკვეთა შეუძლებელია

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანების გარდაცვალების ფაქტების მიუხედავად, სამწუხაროდ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ტრაგიკული შემთხვევების აღკვეთა შეუძლებელია, თუმცა აქედან გაკვეთილი უნდა მივიღოთ. ეს განცხადება რომპეიმ სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

„ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას იმისთვის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეწყდეს სამხედრო შეტაკებები. „მადრიდის პრინციპები“ ისევ მთავარ ფაქტორად რჩება მშვიდობის დამყარებისთვსი რეგიონში. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ის ვალდებულებები უნდა შეასრულონ, რაც მინსკის ჯგუფის წინაშე აიღეს. მუქარა და ძალდობა კონფლიქტის გადაწყვეტას ხელს ვერ შეუწყობს“,- განაცხადა რომპეიმ.