ვანო მერაბიშვილი: ჩემი პირადი ოცნებაა საქართველოს გლეხი და სოფელი იყოს მდიდარი

ვანო მერაბიშვილი: ჩემი პირადი ოცნებაა საქართველოს გლეხი და სოფელი იყოს მდიდარი

„ჩემი პირადი ოცნებაა საქართველოს სოფელი განვითარდეს, საქართველოს გლეხი იყოს მდიდარი და საქართველოს სოფელი იყოს მდიდარი,“ - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს  სამომავლოდ სახელმწიფო სიძლიერის საფუძველი და საწინდარი იქნება.

მერაბიშვილის თქმით, მის მიერ დასახული პროგრამის მთავარი ამოცანა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაა. ამისათვის კი ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში 4 მილიარდი ლარის ჩადებას აპირებს.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ შევქმნათ მინიმუმ 500 სასოფლო სამეურნეო საწარმო. ეს არ გულისხმობს რომ ყველა საწარმო შექმნილი იქნება სახელმწიფოს მიერ. ზოგიერთი იქნება კიდეც სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მაგრამ ნაწილს ბიზნესმენები და ინვესტორები შექმნიან, რაშიც ჩვენ დავეხმარებით“, - განაცხადა მერაბიშილმა და აღნიშნა, რომ ეს ყველა რაიონში დაახლოებით 10 დან 30 მდე საწარმოს შექმნას გულისხომობს.

ცნობისთვის ამ წუთებში პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც პარლამენტის წევრებმა  მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.