The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაეროში შემავალი ქვეყნები იარაღით ვაჭრობის შესახებ ხელეკრულების მიღებას და ვაჭრობაზე კონტროლის დაწესებას აპირებენ. ქვეყნების წამომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი დიდი ხანია მომწიფებულია.
„ეს აბსურდია, როდესაც შეიძლება კონტროლი დააწესო ხილის ან დინოზავრების ძვლებით ვაჭრობაზე და არ არსებობს არანაირი წესი, რომელიც იარაღით ვაჭრობას გააკონტროლებს“,-აცხადებს იარაღის კონტროლის ასოციაციის ხელმძღვანელი ჯეფ აბრამსონი.
Amnesty International -ის დირექტორის ბრაიან ვუდის განმარტებით, ის რომ მსოფლიოში ყოველ წუთში ერთი ადამიანი კვდება, დიდწილად იარაღით თავისუფალი ვაჭრობის დამსახურებაა. „სიტუაცია სირიაში, სუდანსა და აფრიკის დიდი ტბების რეგიონში მომხდარი ხოცვა- ჟლეტვა კიდევ ერთხელ გვახსნებს იმას, რომ ეს ყველაფერი იარაღის თავისუფალი ვაჭრობის შედეგია. რატომ უნდა დაიხოცოს მილიონობით ადამიანი მანამ, სანამ, მსოფლიოს ლიდერები გამოფხიზლდებიან და რაიმე ზომებს მიიღებენ? “,-აცხადებს ვუდი.
ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, იარაღით მოვაჭრე ქვეყნებს სათავეში, კვლავ რუსეთი და ამერიკა უდგას, ხოლო შემსყიდველი ქვეყნების პირველ ხუთეულს აღმოსავლეთის ქვეყნები ავსებენ.