პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციასთან თანამშრომლობას მომავალ პარლამენტშიც აპირებს. ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს „ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას განუცხადა.
3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ვანო მერაბიშვილმა ბაღათურიას უთხრა, რომ პატივს სცემს და მასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, თუმცა „სამწუხაროდ, ყოველთვის ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ“.
„ყველა ინფორმაციას მოგაწვდით მომავალ პარლამენტში, თუმცა...“, აქ მერაბიშვილი გაჩერდა რადგან დარბაზში ხარხარი ატყდა. ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა დაამატა, რომ მომავალ პარლამენტში ოპოზიციასთან თანამშრომლობას აუცილებლად გააგრძელებდა და ერთად იამაყებენ მიღწეული წარმატებით.
სხდომის შემდეგ კი უმრავლესობის წევრები ხარხარებდნენ, რომ ბაღათურია მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდება.