აზერბაიჯანი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მკაცრად უპასუხებს

აზერბაიჯანი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მკაცრად უპასუხებს

აზერბაიჯანის ხელისუფლების განმარტებით, ამერიკის სახელმწიფო გადაწყვეტილებას, იმ ქვეყნების სიიდან ამოიღოს აზერბაიჯანი, ვისაც იარაღს ჰყიდის, აზერბაიჯანი მკაცრად უპასუხებს.

„ჩვენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს წერილი გავუგზავნეთ და მოვითხოვეთ პასუხი გაეცათ, თუ რატომ ამოიღეს ამ სიიდან, მითუმეტეს რომ ეს გადაწყვეტულება ეწინააღმდეგება ქვეყნებს შორის მიღებულ შეთანხმებას ამერიკის მხრიდან  აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ თუ ინფორმაცია დადასტურდა, ჩვენი პასუხი მკაცრი იქნება“,- აცხადებს აზერბაიჯნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგიულე არაზ აზიმოვი. 

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა, გასული თვის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი იმ ქვეყნების სიიდან ამოეღო , ვისაც ამერიკა იარაღს ჰყიდის.  ამერიკელმა დემოკრატმა ჰოვარდ ბერმანმა სახელმწიფო დეპარტამენტს ზემოთ აღნიშნული წინადადებით მიმართა იმ მოტივით, რომ ამერიკელების მიერ მიყიდული იარაღით აზერბაიჯანი სომხეთს ებრძოდა.