ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტი ორმუზის სრუტის გადაკეტვის საკითხს განიხილავს.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საპასუხო ნაბიჯი, რომელმაც 1 ივლისიდან ირანის ნავთობის მიწოდებაზე ემბარგო დააწესა. თუ ორმუზის სრუტე მართლაც გადაიკეტა, პირველ რიგში არაბული ქვეყნები- ქუვეითი, საუდიის არაბეთი, ემირატები და ერაყი დაზარალდებიან. 2011 წლიდან მოყოლებული ორმუზის სრუტის გავლით, ყოველდღიურად 17 მილიონი ბარელის ნავთის გადაზიდვა ხდებოდა.
ექსპერტების განმარტებით, ირანს სამხედრო ოპერაციების გარეშე ძალიან გაუჭირდება მსოფლიოსთან დაპირისპირება.ისლამურ რესპუბლიკას ამაში ხელს უშლის ისიც, რომ ამ დროისთვის სრუტეში ამერიკის 25 სამხედრო გემი დგას.